„ბიო მარკეტი“ არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ქართველი მეწარმეების ნატურალური პროდუქცია. ჩვენი მიზანია, დაგაკავშიროთ მწარმოებლებთან.
როგორ შევიძინო პროდუქცია?
პროდუქტის აღწერაში მითითებულია შესაბამისი მეწარმის საკონტაქტო გვერდის ლინკი. შეკვეთის გაფორმება, გადახდა და მიწოდების დეტალების შეთანხმება ხდება უშუალოდ მწარმოებელთან.
ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქტის ხარისხსა და მიწოდებაზე?
სრული პასუხისმგებლობას პროდუქტის ხარისხზე, შეფუთვაზე, ფასზე და მიწოდებაზე აკისრია უშუალოდ მწარმოებელს.
„ბიო მარკეტი“ იღებს საკომისიოს ჩემს შეკვეთაში?
არა, ჩვენ არ ვართ ჩართული ფინანსურ ტრანზაქციებში. თქვენი გადახდა სრულად მიემართება უშუალოდ მწარმოებელს.
როგორ ვენდო მეწარმეებს, რომლებიც თქვენს პლატფორმაზე არიან?
ჩვენ ვარჩევთ მეწარმეებს მათი რეპუტაციისა და ნატურალური წარმოების პრინციპების გათვალისწინებით. თუმცა, ვინაიდან გარიგება პირდაპირ მათთან ხდება, გირჩევთ გაეცნოთ მწარმოებლის გვერდზე არსებულ შეფასებებსა და მიმოხილვებს.
როგორ დავამატო ჩემი პროდუქცია თქვენს კატალოგში?
თუ ხართ ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან ელ-ფოსტაზე და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს განაცხადს.