კონფიდენციალურობის პოლიტიკა | Biomarket.ge

გაეცანით Biomarket.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ონლაინ ყიდვისას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მიზანი
ვებგვერდ biomarket.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად „ბიომარკეტი“ მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

„ბიომარკეტი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად. როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის საჭიროა მომხმარებლის თანხმობა, თანხმობა მიიღება მომხმარებლის მიერ აქტიური მოქმედებით, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნების საფუძველზე. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მოწოდება თავისთავად არ მიიჩნევა თანხმობად იმგვარ დამუშავებაზე, რომლისთვისაც კანონმდებლობის შესაბამისად ცალკე თანხმობაა საჭირო.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს „ბიომარკეტის“ მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბიომარკეტის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს ბიომარკეტის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება
  • წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
  • ინდივიდუალური მეწარმე ნინო ჩხიკვაძე (ს.ნ. 60001149891, იურიდიული მისამართი: მკურნალის 22, ქ. ქუთაისი), რომელიც საქმიანობს კომერციული სახელით / ბრენდით „ბიომარკეტი“(შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“).
  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
  • მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში — მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
  • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლისა და მომსახურების შეთავაზება.
თანხმობა
„ბიომარკეტი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას. როდესაც მონაცემთა დამუშავება ეფუძნება მომხმარებლის თანხმობას, თანხმობა მიიღება მომხმარებლის მიერ აქტიური მოქმედებით, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნების საფუძველზე. მხოლოდ ვებგვერდზე შესვლა ან ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება არ მიიჩნევა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მომხმარებლის თანხმობად.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები
„ბიომარკეტი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა „ბიომარკეტის“ მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
„ბიომარკეტი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის, მათ შორის: მომხმარებლის რეგისტრაციისა და ანგარიშის მართვისთვის; შეკვეთის მიღების, დამუშავებისა და შესრულებისთვის; მომხმარებელთან შეკვეთასთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის; პროდუქტის მიწოდებისთვის; გადახდის განხორციელებისა და გადახდის სტატუსის დასადასტურებლად; მომხმარებლის მოთხოვნის ან პრეტენზიის განსახილველად; კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი, საგადასახადო და სააღრიცხვო ვალდებულებების შესასრულებლად; ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; აგრეთვე, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.
თითოეული ძირითადი მიზნით მონაცემთა დამუშავების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა მიმღებები და შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმები მოცემულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის ნაწილებში.

მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს, „ბიომარკეტს“ მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება „ბიომარკეტის“ მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, „ბიომარკეტი“ ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი „ბიომარკეტისთვის“ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია, „ბიომარკეტს“ მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებაზე.

ბიომარკეტის ვებგვერდის გამოყენების პირობები
ბიომარკეტის“ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, როდესაც პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საჭიროა მომხმარებლის თანხმობა, „ბიომარკეტი“ შესაბამის თანხმობას მოიპოვებს მომხმარებლის მიერ აქტიური მოქმედებით, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული არჩევანის საფუძველზე. მხოლოდ ვებგვერდზე შესვლა, ვებგვერდით სარგებლობა ან სარგებლობის გაგრძელება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობად არ მიიჩნევა.
ქუქი-ფაილების გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე არსებული ქუქი-ფაილების მართვის მექანიზმის საშუალებით გაკეთებული არჩევანის შესაბამისად. მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს ან უარი თქვას თანხმობას საჭიროებელი ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, ასევე მართოს მათი კატეგორიები შესაბამისი პარამეტრების საშუალებით. მხოლოდ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება თანხმობას საჭიროებელი ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თანხმობად არ მიიჩნევა.
მომხმარებელი ვალდებულია, „ბიომარკეტს“ მის შესახებ მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ხოლო მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში — განაახლოს შესაბამისი მონაცემები.

არასრულწლოვანი პირი
ბიომარკეტი მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის — მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, „ბიომარკეტი“ უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს მისი მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ „ბიომარკეტზე“ რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
„ბიომარკეტი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ამუშავებს მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან სხვა შეზღუდვის გარეშე, გამოიხმოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცემული თანხმობა და მოითხოვოს მისთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა.
მომხმარებელს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა შეუძლია იმავე საშუალებით, რომლითაც მას მარკეტინგული შეტყობინება მიეწოდება, თუ შესაბამისი საშუალება ამის შესაძლებლობას იძლევა, ან „ბიომარკეტისთვის“ მოთხოვნის გაგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე: info@biomarket.ge.
„ბიომარკეტი“ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებას შეწყვეტს მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცემული თანხმობის გამოხმობა გავლენას არ ახდენს მომხმარებლისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებელია შეკვეთის შესრულების, გადახდის, მიწოდების, მომხმარებლის მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ან სხვა შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

ლოგ ფაილები და Cookies
„ბიომარკეტი“ სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, „ბიომარკეტი“ იყენებს Cookies (მზა ჩანაწერებს). ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
  • IP მისამართი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ბრაუზერი;
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი „ბიომარკეტის“ ვებგვერდზე;
  • ინფორმაცია „ბიომარკეტის“ ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და იგი წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
  • ტრენდების ანალიზი;
  • ვებგვერდის მართვა;
  • სტატისტიკის წარმოება;
  • მომხმარებლების ქმედებებისთვის თვალყურის დევნება უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით;
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
  • რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა.
ვებგვერდი იყენებს Cookies (ქუქი-ფაილებს) ვებგვერდის გამართული ფუნქციონირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და, შესაბამის შემთხვევებში, ანალიტიკური მიზნებისთვის. ვებგვერდზე ვიზიტისას მომხმარებელს ქუქი-ფაილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამისი ბანერის მეშვეობით. იმ ქუქი-ფაილების გამოყენება, რომლებიც მომხმარებლის თანხმობას საჭიროებს, ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ შესაბამისი არჩევანის გაკეთებისა და თანხმობის გამოხატვის შემდეგ. მხოლოდ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თანხმობად არ მიიჩნევა. მომხმარებელს შეუძლია მართოს ქუქი-ფაილებთან დაკავშირებული არჩევანი ვებგვერდზე არსებული ქუქი-ფაილების მართვის მექანიზმის ან საკუთარი ბრაუზერის შესაბამისი პარამეტრების საშუალებით.

მონაცემების მიღება
ბიომარკეტი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
  • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
  • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • როდესაც მომხმარებელი იყენებს „ბიომარკეტის“ ვებგვერდს.

რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
  • მობილურის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მისამართი;
  • სახელი და გვარი.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშეც მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.
პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს თავისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. „ბიომარკეტს“ არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. „ბიომარკეტი“ იღებს მხოლოდ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შესახებ.
სტუმრის სტატუსით შეკვეთა: ვებგვერდზე შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც (სტუმრის სტატუსით). ამ დროს სავალდებულო წესით გროვდება: სახელი, გვარი, ქალაქი/რაიონი, მიწოდების მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხოლო ელექტრონული ფოსტა და შეკვეთასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია — სურვილისამებრ.

მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები და მიმღებები
შეკვეთის გაფორმება და შესრულება:
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შეკვეთის მიღების, დამუშავების, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების მიზნით. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მომხმარებელთან ხელშეკრულების დადება და მისი შესრულება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულება.

მიწოდება:
შეკვეთის მიწოდებისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის მომხმარებლის სახელი, გვარი, ქალაქი/რაიონი, მიწოდების მისამართი და ტელეფონის ნომერი, საჭირო მოცულობით შეიძლება გადაეცეს მიწოდების განმახორციელებელ კომპანიას — საქართველოს ფოსტას ან შეკვეთის შესრულებისთვის შერჩეულ კერძო საკურიერო კომპანიას, მათ შორის TNDelivery-ს. მონაცემების გადაცემის მიზანია მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდება და შესაბამისი ხელშეკრულების შესრულება.

გადახდა:
ონლაინ გადახდის განხორციელებისას გადახდის დამუშავებაში მონაწილეობს გადახდის მომსახურების პროვაიდერი UniPAY. გადახდისთვის საჭირო საბანკო ბარათის სრული მონაცემები „ბიომარკეტისთვის“ ხელმისაწვდომი არ არის და „ბიომარკეტი“ მათ არ ინახავს. „ბიომარკეტი“ იღებს მხოლოდ შეკვეთისა და გადახდის შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას გადახდის სტატუსის შესახებ. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულება და გადახდის განხორციელება.

მარკეტინგული კომუნიკაცია:
მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად მუშავდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული თანხმობა ნებისმიერ დროს გამოიხმოს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული წესით.

მონაცემთა შენახვა:
შეკვეთასთან დაკავშირებული მონაცემები ინახება Tilda CRM-ში იმ ვადით, რაც აუცილებელია შეკვეთის შესრულების, მომხმარებელთან ურთიერთობის, შესაძლო მოთხოვნების ან პრეტენზიების განხილვისა და „ბიომარკეტისთვის“ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სამართლებრივი, საგადასახადო და სააღრიცხვო ვალდებულებების შესრულებისთვის. შესაბამისი მიზნისა და მონაცემთა შემდგომი შენახვის სამართლებრივი საფუძვლის ამოწურვის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან განადგურდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემდგომი შენახვა კანონმდებლობით არის მოთხოვნილი.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
„ბიომარკეტი“ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას „ბიომარკეტი“ ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება
„ბიომარკეტისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. „ბიომარკეტი“ გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბიომარკეტი“ იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
„ბიომარკეტი“ მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას „ბიომარკეტის“ სერვერებზე.

ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მონაცემთა უცხოეთში დამუშავება: ვებგვერდი შექმნილია და ფუნქციონირებს Tilda პლატფორმაზე. ვებგვერდის ფუნქციონირების, შეკვეთების მიღებისა და Tilda CRM-ის გამოყენების ფარგლებში მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს Tilda-სა და მის მიერ გამოყენებული ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლების ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ. Tilda-ს მოქმედი მონაცემთა დამუშავების პირობების შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება და ტრანსსასაზღვრო გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონაცემთა შენახვის, სარეზერვო ასლების შექმნისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. „ბიომარკეტი“ Tilda-ს იყენებს ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირებისა და შეკვეთებთან დაკავშირებული მონაცემების მართვისთვის. ხოლო დომენისა და ბიზნეს-ელფოსტის დნს (DNS) მართვისთვის გამოყენებულია კომპანია მაგთის სერვისები ადგილობრივი პროვაიდერის სტანდარტებით.

მესამე მხარე
„ბიომარკეტი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით იყოს განთავსებული „ბიომარკეტის“ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, „ბიომარკეტი“ მოგიწოდებთ, გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაგვიკავშირდით: info@biomarket.ge

ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია, წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას, ან ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ვებგვერდზე მათი გამოქვეყნების შემდეგ, თუ შესაბამის ცვლილებაში სხვა თარიღი არ არის მითითებული. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შეეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მომხმარებლის თანხმობაა და კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა ახალი თანხმობის მიღება, „ბიომარკეტი“ მომხმარებლისგან შესაბამის თანხმობას ცალკე მოიპოვებს. მხოლოდ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ასეთ თანხმობად არ მიიჩნევა.

ბიომარკეტთან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@biomarket.ge


Made on
Tilda